მცხეთაში, ბებრისციხის მიმდებარედ, საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
გზისპირა სივრცეზე ეწყობა ავტოსადგომი და სკვერი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
გათვალისწინებულია ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთება, მოაჯირის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მონტაჟი და გზისგან გამყოფ ზოლში მწვანე გაზონის მოწყობა. სივრცე, მოსასვენებელი სკამებით, დეკორატიული გარე განათებებით და ყვავილოვანი მცენარეებით შეივსება.
პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ მცხეთას კიდევ ერთი ლამაზი ტურისტული სივრცე შეემატება.