მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვს, კორპუსების მიმდებარედ, ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება.
პროექტი ერთი ხელშეკრულებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების ფრაგმენტული და ახლის მოწყობის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერით მიმდინარეობს.
გათვალისწინებულია ბავშვთა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა. სკვერში განთავსდება ფანჩატური, ჩოგბურთის მაგიდა და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით დაიფარება კაუჩუკის საფარით. დამონტაჟდება სკამები, სანაგვე ურნები, დეკორატიული ლამპიონები, წყლის სოკო. დაირგვება დეკორატიული ხე მცენარეები.