მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების მიერ მუდმივ რეჟიმში სუფთავდება როგორც ქალაქი, ასევე, მთლიანად მუნიციპალიტეტი.
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგვის ურნებთან ან სხვა ადგილებში გადაყრა კანონმდებლობით დასჯადია, ხოლო დარღვევის განმეორებისას ჯარიმები ორმაგდება, მსგავსი შემთხვევები არაერთია ჩვენ ირგვლივ.
დასუფთავების სამუშაოები ამ ეტაპზე მცხეთა-ზაჰესისა და სოფელ წიწამურის მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართულობით. აღნიშნული ტერიტორიები გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგვისგან, ასევე დასუფთავებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მუხრანის, გალავნისა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, დავიცვათ სისუფთავე და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სუფთა გარემოს შენარჩუნებაზე!
მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს გარემოზე ზრუნვისთვის!