მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქალაქთა მეგობრების სტრატეგია ...შავი ზღვის ქვეყნების მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქთა ასოციაცია“ - პრეზენტაცია

4 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ა.(ა).ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და
ტურიზმის განვითარების ცენტრი“-ს დირექტორმა, ბატონმა რევაზ მამულაშვილმა დამსწრეებს პროექტის „ ქალაქთა მეგობრების სტრატეგია
...შავი ზღვის ქვეყნების
მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქთა ასოციაცია“ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ივანიშვილი, მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსი ნანა კაპანაძე, სპეციალისტი გურამ ოსეფაშვილი, მერის თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში მაკა პეტრენკო და ასევე ა.(ა).ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და
ტურიზმის განვითარების ცენტრი“-ს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ასოციაციის შექმნის მიზანია ორგანიზაციაციაში გაწევრიანებულმა ქალაქებმა მოახდინონ თანამშრომლობის გაღრმავება კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და ტურიზმის განვითარების სფეროებში.ასევე მიაღწეულ იქნას ქალაქების მდგრადი ურბანული განვითარების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის და ტურიზმის ინტეგრირებული მართვის მაღალი ხარისხი.
იგი მოიცავს არსებული გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი პროექტების შედგენასა და რეალიზაციას, კულტურული ღონისძიებებსა და ტურისტულ გამოფენებში ერთობლივ მონაწილეობას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან ურთიერთობებს.
მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების გაერთიანების შექმნა, მზარდი ტურისტული კონკურენციის პირობებში, საკუთარი კულტურის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამავე დროს, კორპორატიულ საწყისებზე დაყრდნობით, დამატებით შეიძლება მოვიზიდოთ როგორც ფინანსები, ასევე ახალი იდეები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, მხარეებმა განიხილეს თითოეული პუნქტი და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმაზე.

 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018