მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. 

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში, წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 846 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

საერთო კრებები ჩატარდა საგურამოს და გალავნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: 

  • წიწამური -შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და გარე განათების მოწყობა,
  • საგურამოში - არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია,
  • ახალსოფელში - სასმელი წყლის სათავის რეაბილიტაცია და 250 ტონიანი ბასეინის გაწმენდა-გასუფთავება, 
  • შანკევანში - ექვთიმე თაყაიშვილისა და მე-4 ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა ,
  • არაშენდა - სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია ,
  • ზაქარო - სასმელი წყლის სათავის გაწმენდა-რეაბილიტაცია,
  • გალავანი - სანიღვრე არხის მოწყობა მე-13 ქუჩაზე ,
  • წინამძღვრიანთკარი - სოფლის ცენტრის რეაბილიტაცია და ექიმების უბანში გარე განათების მოწყობა. 

ყველა დასახელებულ პროექტს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. 

მოსახლეობასთან კონსულტაციები 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

სოფლებში აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე მოცემული ბმულით: https://www.facebook.com/MtskhetaMunicipalityCityHall/posts/1018118553690591

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018