მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
- 5 და 6 თებერვალს, საერთო კრება ჩატარდა ნავდარაანთკარის, ჯიღაურას, მცხეთის და ძეგვის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
- ჯიღაურა - გარე განათების და მოსაცდელის მოწყობა
- ბიწმენდი - გარე განათების მოწყობა
- ნავდარაანთკარი - სასმელი წყლის სათავის გაწმენდა-რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა
- კოტორაანთკარი - სასმელი წყლის სათავის რეაბილიტაცია
- ბურიანი - სანიაღვრე არხის და გარე განათების მოწყობა
- ჭილაანთკარი - ცენტრალურ გზაზე გამბიონის მოწყობა
- კარსანი - შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობა ბეტონის საფარით
- მუხათგვერდი - სოფლის ცენტრში არსებული სკვერის რეაბილიტაცია და სატრენაჟორო მოედნის მოწყობა
- ზაჰესი - პლატინის დასახლებაში სკვერის მოწყობა
- ხეკორძი - გარე განათების მოწყობა და სარწყავი წყლის მილების შეძენა-მონტაჟი
- ძეგვი - წყაროს უბნის გზის დასრულება და სანაგვე ურნების შემოღობვა
- სათოვლე - ციხედიდის ეკლესიასთან მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობა
მოსახლეობასთან კონსულტაციები 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
სოფლებში აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე მოცემული ბმულით : https://www.facebook.com/MtskhetaMunicipalityCityHall/posts/1018118553690591
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2025
#მცხეთა