მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

7 და 8 თებერვალს,  საერთო კრებები ჩატარდა ნიჩბისის, მისაქციელის, ნატახტრის და ნავაზის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: 

სასხორი - სასმელი წყლის მილების კერძო საკუთრებიდან გამოტანა და ქუჩის კეთილმოწყობა,

ახალი ნიჩბისი - პირველ ქუჩაზე სანიაღვრე არხის კეთილმოწყობა,

ქვემო ნიჩბისი - მეათე ქუჩის პირველი შესახვევი სანიაღვრე არხის მოწყობა ,

ზემო ნიჩბისი - გარე განათების მოწყობა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა,

ნატახტარი - საბავშვო ბაღის ეზოს მოპირკეთება და სანიაღვრე არხის მოწყობა,

ახალუბანი - სტადიონისა და სანაგვე ურნების შემოღობვა და მიმდებარედ რეკრიაციული სივრცის მოწყობა,

ნავაზი - სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა ,

მისაქციელი - 28-ე ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების მოხრეშვა-მოწესრიგება .

მოსახლეობასთან კონსულტაციები 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018