მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში, ციხედიდის დასახლებაში მისასვლელი შიდა საუბნო გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
ასფალტბეტონის საფარით მოეწყო 1.5 კილომეტრამდე გზა.
გზის კეთილმოწყბის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეთის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის კეთილმოწყობის სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 584 772 ლარია
აღნიშნული გზის მონაკვეთი, მოსახლეობისთვის და სოფელში ჩამოსული სტუმრისთვის, ტაძრამდე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.