მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის პროგრამა 2025

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

10, 11 და 12 თებერვალს,  საერთო კრებები ჩატარდა ერედის, მუხრანის, აღდგომლიანთკარის, წილკნის, ძალისის და ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: 



  • ფრეზეთი - ცენტრალურ გზის პირას საყრდენი კედლის მოწყობა, მოსაცდელის მოწყობა და შიდა საუბნო გზის მოხრეშვა
  • უფურეთი - გარე განათების მოწყობა და შიდა საუბნო გზის მოხრეშვა 
  • ახალდაბა - გარე განათების მოწყობა და სასაფლაოს მისასვლელი გზის მოსწორება, მოხრეშვა
  • აღდგომლიანთკარი - არსებული საკალათბურთო მოედნის შემოღობვა - რეაბილიტაცია
  • პატარა ქანდა - გარე განათების მოწყობა
  • მუხრანი -  გარე განათების მოწყობა
  • ქსოვრისში-  შიდა საუბნო გზების მოხრეშვა (თ. ერისთავის ქუჩა, მშვიდობის ქუჩის ჩიხი და წმ. გიორგის ქუჩა)
  • ვარდისუბანი - სოფლის სასაფლაოს შემოღობვა
  • წილკანი - დამისამართებულ ქუჩებში ბანერების გეოგრაფიული სახელწოდებების დამზადება და მონტაჟი
  • ერედა - ცენტრალურ გზიდან სოფლის ცენტრამდე გარე განათების მოწყობა, სასაფლაოზე 2 სველი წერტილის მოწყობა
  • ძალისი - ჭალების უბნის მოხრეშვა-მოწესრიგება
  • ვაზიანი - გ. სააკაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა და 150 მ. მონაკვეთის რეაბილიტაცია. ზ. გამსახურდიას ქუჩის მოხრეშვა.

მოსახლეობასთან კონსულტაციები 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

სოფლებში აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე მოცემული ბმულით: https://www.facebook.com/MtskhetaMunicipalityCityHall/posts/pfbid09Cu4wcT9jXb52wNngG86Y98L7a9Wh29AR6EAiw5Au2YMv5VKRUF6STSpi4UtQXrQl

ფოტოები ვრცლად



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018