მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის საერთო კრებებს დასწრნენ.
13, 14 და 15 თებერვალს, საერთო კრებები გაიმართა, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები :
- სხალტბა - სოფლის შიდა საუბნო გზების მოხრეშვა,
- წეროვანი - საბავშვო ბაღის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარე განათების მოწყობა,
- გოროვანი - შიდა საუბნო ქუჩების მოხრეშვა,
- ჩარდახი - სანიაღვრე არხის მოწყობა,
- ქსანი - ძველი სასაფლაოს შემოღობვის დასრულება და ახალი სასაფლაოს ტერიტორიის მოსწორება-რეაბილიტაცია,
- ციხისძირი - სოფელ ციხისძირში სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია,
- ძველი ქანდა - სოფელ ძველ ქანდაში მე-3 და მე-9 ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობა და მე-10 ქუჩის I-ჩიხის მოხრეშვა ,
- მშრალხევი - შიდა საუბნო ქუჩების მოხრეშვა-მოწესრიგება,
- თეზამი - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოწესრიგება ,
- ლელუბანი - სოფელ ლელუბანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია,
- მამკოდა - ხოდაბუნებაში (ქვედა ქუჩაზე შიდა საუბნო გზის მოწესრიგება ბეტონის საფარით, ზემო უბნის მოწესრიგება ,
- ცხვარიჭამია - შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა,
- კევლიანი - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოწესრიგება.
აღსანიშნავია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები დღეს დასრულდება. დასკვნითი საერთო კრებები ლისის ადმინისტრაციულ ერთეულის სოგფლებში გაიმართება და მოსახლეობასთან შეხვედრები 13:00-დან 16:00-მდე გაგრძელდება.
ფოტოები ვრცლად