თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის.
ტექნიკური მარილი დილიდანვე იყრება და გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება ლისის, საგურამოს და ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, ცენტრალურ გზებზე და შიდა გზების პრობლემურ ადგილებზე.
უამინდობის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით.
გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.