არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა შერმადინი და
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე.
არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი, ასევე მიაგეს და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ირაკლი ანთაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.