მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


,,სოფლის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი მარტიდან დაიწყო და ეტაპობრივად წლის ბოლომდე ყველა სოფელში განხორციელდება.
ამჟამად, მუხრანში, ვაზიანში, ახალუბანსა და ზაეჰსის დასახლებაში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობისა და გარე განათებების, სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე 60 პროექტი განხორციელდება და ჯამში 836 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს და მათი ხარისხიანად შესრულება შეამოწმეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა დავით ალავიძემ.
მცხეთის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი პროექტები უშუალოდ სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე შეირჩა.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა და დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ 1 მარტამდე დასრულდა. ამ პროგრამით მუნიციპალიტეტებში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება, რომლისთვის საჭირო თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 40 მილიონი ლარით განისაზღვრა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018