მცხეთის მუნიციპალიტეტში უხვი თოვლის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიამ გზების გაწმენდის პროცესი და მოყინულ გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა დილიდან დაიწყო.
სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ, რათა ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილება შეუფერხებლად გაგრძელდეს.