პროექტი „ქეთევან დედოფალი - საქართველოს მნათობი“
28 თებერვალს, მუხრანში, ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ქეთევან დედოფალი - საქართველოს მნათობი“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება იყო.
ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქეთევან დედოფლის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში, გაიმართა სხვადასხვა აქტივობები.
უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2025 წელი ქეთევან დედოფლის წლად გამოცხადდა.
პროექტის მონაწილეებმა ქეთევან დედოფალზე ფილმის ნახვისა და „ქეთევან დედოფლის საზოგადოების“ დამფუძნებლის, ისტორიის დოქტორის თამარ ფარჩუკიძის საჯარო ლექციის მოსმენის შემდეგ, შექმნეს ნამუშევრები ქეთევან დედოფალზე: ნახატები, ესეები, ლექსები და სხვა ნამუშევარები, რომლებიც „ქეთევან დედოფლის საზოგადოებას“ გადაეცა.
პროექტის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელითა და ფასიანი საჩუქრით.