მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წიწამურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა და გიორგი ბაჯაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წიწამურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

სოფელ წიწამურში, გზის ცენტრალურ სავალ ნაწილზე, 270 მეტრი გზის ასფალტ ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებაც. 

სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან ხორციელდება, რომელსაც შპს “როუდექსპერტი“ ახორციელებს. პროექტის  სახელშეკრულებო თანხა 147 340 ლარს შეადგენს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018