მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


8 მარტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს  და უხუცეს ქალბატონებს,  3 და 8 მარტი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„ჩვენდა საამაყოდ საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. დიდი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს და დედას ამ დღესასწაულებს, ვუსურვებ თითოეულ მათგანს ჯანმრთელობას, ულევ ღიმილს, სიხარულს და წარმატებას საყვარელ საქმიანობაში.“ - დიმიტრი ზურაბიშვილი.

სასაჩუქრე ტკბილეულის ნაკრები მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 400 მრავალშვილიან დედას და უხუცეს ქალბატონს გადაეცა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018