19 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის თამაშები დაიწყო.
სოფელ გალავანში გაიმართა მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური პირველობა კალათბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
ერთმანეთს მისაქციელის და დუშეთის საჯარო სკოლების გოგონათა გუნდები დაუპირისპირდნენ, რაც მისაქციელის საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა.
ხოლო წეროვნის N3 საჯარო სკოლის და მისაქციელის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდების ორთაბრძოლაში გამარჯვება მისაქციელის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება და ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა.