მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

25 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშები 

„მინი ფეხბურთი გოგონებს შორის“.

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ მცხეთის პირველმა, ახალგორის მე-3 და თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურსოფლის საჯარო სკოლებმა.

ფინალში გამარჯვება ახალგორის მე-3 საჯარო სკოლამ  მოიპოვა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებას უსურვებს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში  მონაწილე ყველა ახალგაზრდას და ულოცავს გამარჯვებულებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018