27 მარტს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშები ჩატარდა მინი ფეხბურთში ვაჟებს შორის.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლის გუნდებმა.
ფინალში გამარჯვება წეროვნის მე-3 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელიც ზონალურ ეტაპზე იასპარეზებს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულს და წარმატებებს უსურვებს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილე ყველა ახალგაზრდას.