მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


31 მარტი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, საქართველოში ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის საფუძველზე იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

“ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის დღეს. ამ გამარჯვებისთვის უამრავი ადამიანი იბრძოდა, თუმცა იგი, პირველ რიგში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნამდვილი სახალხო ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა.  დღეს მას 86 წელი შეუსრულდებოდა.

ზვიად გამსახურდია ეროვნული გმირის სახელით შევიდა ისტორიაში და მისი ბრძოლის ნაკვალევზე თაობები გაივლიან. 

მჯერა, რომ ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალების ერთგულებით, მალე ვიცხოვრებთ ერთად, თავისუფალ და ძლიერ საქართველოში!” - დიმიტრი ზურაბიშვილი

ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018