არჩილ ტატუნაშვილი დღეს 42 წლის გახდებოდა.
თარიღთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მის ხსოვნას პატივი მიაგეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა შერმადინმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით ასევე შეამკეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა.
„არჩილ ტატუნაშვილი დღეს 42 წლის გახდებოდა, მისი ისტორია მუდმივად გვახსენებს იმას, რომ ქართველები პატრიოტი ხალხი ვართ და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას. ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ ყველა იმ გმირის ხსოვნას, ვინც სიცოცხლე გაწირა საკუთარი ქვეყნის ღირსების დასაცავად“- დიმიტრი ზურაბიშვილი.