მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქალაქ მცხეთაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, ქალაქ მცხეთაში, მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მოადგილეებთან, თამაზ ფოლოდაშვილთან და გიორგი ბაჯაძესთან ერთად დაათვალიერა. 

ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება 700 მეტრამდე მონაკვეთზე, მოეწყობა გვერდულები, ბორდიულები და ასფალტით მოპირკეთდება ტროტუარებიც.  

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 295 021 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018