მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


9 აპრილი

მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წეროვნის დევნილთა დასახლებაში და სოფელ ძალისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას  პატივი  მიაგეს და გარდაცვლილთა სახელობის  მემორიალური დაფები გვირგვინით შეამკეს.

“1989 წლის 9 აპრილი, საქართველოს უახლეს ისტორიაში, საზოგადოების  ბრძოლისუნარიანობის  სამაგალითო თარიღია. 

სიცოცხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა ერის მაღალ ღირსებაზე მეტყველებს. მაშინ მყარად ითქვა, რომ საქართველო ვერავისზე დამოკიდებული ვერ იქნება და საკუთარ ენას, მამულსა და სარწმუნოებას არავის დაუთმობს! 

9 აპრილის მონაპოვარი ვერასოდეს ვერავისზე ვერ დაითმობა!

ქვეყნის დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია, სუვერენიტეტი კი გასაძლიერებელი. სწორედ ამით იქნება მაშინდელი დაღვრილი სისხლი დაფასებული” - დიმიტრი ხუნდაძე

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018