მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მხიარული სტარტები

10 აპრილს, გალავნის საკალათბურთო დარბაზში მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ტურნირი მხიარულ სტარტებში გაიმართა.  შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს მცხეთის, თიანეთის და ახალგორის საჯარო სკოლის გუნდებმა.

I ადგილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა,  II ადგილი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლამ და  III ადგილი ახალგორის მუნიციპალიტეტის წეროვნის #3 საჯარო სკოლამ დაიკავა. მონაწილეებს გადაეცათ თასი და დიპლომები. 

მხიარული სტარტები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების და ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018