#WhiteCard #სპორტი2019 6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობს ,,თეთრი ბარათის“ კამპანია დევიზით: ,,სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტიც უერთდება. მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ინიციატივით, მუნიციპალიტეტში ამ დღისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა.
5 აპრილს, აღნისნულ კამპანიას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ა(ა)იპ უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ნიჩბოსნობის სკოლის აღსაზრდელები, მათი პედაგოგები და ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლები შეუერთდნენ.
6 აპრილს, ,,თეთრი ბარათის“ კამპანიაში ჩაერთვებიან სასკოლო ოლიმპიადის მცხეთა-მთიანეთის პირველობის მონაწილეები მინი ფეხბურში და საქართველოს საგაზაფხულო პირველობის მონაწილეები საგზატკეცილო ველოსპორტში.
ციფრული კამპანიის მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება. ის არის ე.წ. "წითელიბარათის" საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს პოზიტიურ ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას. კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ჩაერთეთ კამპანიაში: -გადაიღეთ სელფი თეთრი ბარათით; - გააზიარეთ ფოტო სოციალურ ქსელში ჰეშთეგით - #WhiteCard და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები. აღსანიშნავია, რომ საქართველო მეექვსედ უერთდება გაეროს ამ ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.