საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა რეგიონული შეხვედრების სერია დაიწყო.
პირველ ეტაპზე შეხვედრა გაიმართა ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა, რაც კომიტეტს შესაძლებლობას მისცემს, შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადები და წარადგინოს ცვლილებები შესაბამის უწყებებში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის: საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაარსების საკითხს, მუნიციპალური ქონების მართვის სამართლებრივ რეგულაციებსა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გამოყენების პრაქტიკას.
შეხვედრებში ასევე ჩართულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები და ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელი პირები.
ანალოგიური შეხვედრები სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.