მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას, მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ბზობის წმინდა დღესასწაულს. გეწეოდეთ დღევანდელი დღის მადლი!
ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია. იგი აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. იგი თორმეტიდან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია.
ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. იესოს მოსახლეობა ზეიმით, ბზისა და ბაიას ტოტებით შეეგება.
ბზობის დროს მორწმუნეები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან.
ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.