23 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, ჩინეთის შანქსის პროვინციის ქალაქ ჯინჩენგის ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენელს, ბატონ ჯუნფენგ ჟანგს უმასპინძლა.
მხარეებმა ისაუბრეს ქალაქების, მცხეთისა და ჯინჩენგის დამეგობრების მნიშვნელობაზე და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.
ჩინეთის წარმომადგენლის ინიციატივაა - ჩვენი მუნიციპალიტეტის ქალაქი მცხეთა გახდეს ქალაქ ჯინჩენგის დაძმობილებული, რაც მიზნად ისახავს მეგობარი ქვეყნების კულტურის, ეკონომიკის და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავებას.
„მისასალმებელია ქალაქ ჯინჩენგის წარმომადგენლის ინიციატივა, ქალაქ მცხეთის და ჩინეთის შანქსის პროვინციის ქალაქ ჯინჩენგის დაძმობილების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობას,“ - აღნიშნა დიმიტრი ზურაბიშვილმა.