დღეს, ქალაქ ფოთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთის სუპერფინალი გაიმართა, სადაც მცხეთის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა ბრაზილიის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს 2023-2024 წლების სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონები - მცხეთის N1 და საჩხერის N3 საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. ანგარიში 5:0 დასრულდა, მცხეთის სასარგებლოდ.
მცხეთის ფეხბურთელთა გუნდი, საქართველოს სახელით, მონაწილეობას მიიღებს ბრაზილიაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 11-20 ნოემბერს ჩატარდება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მცხეთის პირველი საჯარო სკოლის გუნდსა და მათ მწვრთნელს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ ასპარეზობაში.