მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა მცხეთა-მთიანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტების მერებს წარუდგინა. 

მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ რწმუნებულს, დავით ნოზაძეს და წარმატებები უსურვა ახლად დანიშნულ გუბერნატორს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია რეგიონებში მიმდინარე პროექტების დაგეგმილ ვადებში განხორციელება, ასევე აუცილებელია ეფექტიანობის გაზრდა და მაქსიმალური კოორდინაცია. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე ზაგაშვილი დანიშნა.

ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018