მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საქართველოს ნიჩბოსნობის ნაკრები აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანში, საერთაშორისო ტურნირი „პრეზიდენტის თასი - 2025" გაიმართა კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირში 20 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

შეჯიბრებაში მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიის 13 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის 9 საქართველოს ნაკრები გუნდის სახელით ასპარეზობდა.

აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს გუნდი ტურნირის თასსაც დაეუფლა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წარმატებებს შემდგომ ასპარეზობებში. 

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ:

ერთადგილიანი კაიაკი, 200 მ: 

სანდრო თეზელაშვილი;

ორადგილიანი კაიაკი, 500 მ:

ალექსი მონდაძე და იოანე ცინცაძე;

ორადგილიანი კაიაკი, 200 მ:

ალექსი მონდაძე და ნიკოლოზ თათარაშვილი;

ორადგილიანი აკადემიური ნიჩბოსნობა:

ნიკოლოზ იორდანიშვილი და გიორგი კაპანაძე;

აკადემიური ნიჩბოსნობა:

ნიკოლოზ ხარჩილავა.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს:

ერთადგილიანი კაიაკი, 200 მ:

ვრცლად

იოანე ცინცაძე;

ერთადგილიანი კაიაკი, 500 მ:

ნიკოლოზ ჭეიშვილი და იოანე ცინცაძე;

ორადგილიანი კაიაკი, 500 მ:

ნიკოლოზ წიკლაური და ვახტანგ მამულაშვილი;

ორადგილიანი კაიაკი, 1000 მ:

ნიკოლოზ წიკლაური და ვახტანგ მამულაშვილი.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:

ერთადგილიანი კანოე, 200 მ:

სანდრო ჭოჭუა;

ერთადგილიანი კანოე, 500 მ:

იოანე ნებიერიძე.

აღნიშნულ ტურნირზე ქართველი სპორტსმენები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018