მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქუჩების კურთხევა მცხეთაში ხარება დღეს

ხარება დღე წმინდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაულად და მისი კურთხევის დღედ დადგინდა. ამ ტრადიციას საუძვლად მე-11 საუკუნეში კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ პირველის ანდერძი დაედო, სადაც იგი მცხეთას წმინდა ქალაქად მოიხსენიებს. დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. წირვაზე სამი ჯვარი აკურთხეს, რომელსაც შემდეგ მცხეთის ჯვარზე, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში გადააბრძანებენ. ეს ტრადიცია რამდენიმე წელია სრულდება და ხარების დღესასწაულზე მცხეთის ქუჩების კურთხევა ხდება. მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული 2014 წელს მიენიჭა – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გადაწყვეტილებით.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018