14 მაისს, მცხეთის მცხოვრებლებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით, 10:00-დან 16:00 საათამდე, მცხეთის მცხოვრებლებს ადგილობრივი და თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.
მოქალაქეები ანგიოქირურგის, ზოგადი ქირურგის, ყბა-სახის ქირურგის, ტრავმატოლოგის, ნევროლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, კარდიოლოგ-თერაპევტის, ენდოსკოპისტის, პედიატრის, მეან-გინეკოლოგის და რეპროდუქტოლოგის კონსულტაციას მიიღებენ.
ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.