მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


9 მაისი

ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, ომში დაღუპულთა  ხსოვნას პატივი მიაგო.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში, დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, მცხეთაში ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში მცხოვრებ ომის ვეტერან ეთერ ბრაჭულს ესტუმრნენ და დღევანდელი დღე მიულოცეს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ომის ვეტერანს 500 ლარი გადაეცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად - 2000 ლარს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი 1000 ლარს მიიღებენ.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018