მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში “EBIT 2025”, რომელიც 9-11 მაისს ბათუმში გაიმართა.
რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილი იყო მცხეთის ტურისტული ლოკაციების ამსახველი საინფორმაციო-სარეკლამო მასალები - ბუკლეტები, რუკები, ბანერები, აუდიოგიდი.
გამოფენის სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, აუდიოგიდისა და ბეჭდური მასალის საშუალებით გაცნობოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციული ხალხური რეწვის საწარმოებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას.