მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილე გიორგი ბაჯაძესთან ერთად, მცხეთაში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. 

ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  ასფალტის საფარი იგება 700 მეტრამდე მონაკვეთზე, ასფალტის საფარითვე მოპირკეთდება ტროტუარებიც. დაგეგმილია გვერდულებისა და ბორდიურების მოწყობაც. 

პროექტის ღირებულება 295 021 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. 

ამჟამად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა 17 ლოკაციაზე მიმდინარეობს -  წიწამურში, ვაზიანში, სასხორში, წილკანში, ლისში, ძეგვში,  მისაქციელში, მუხრანსა და მცხეთაში.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018