მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლოდაშვილი უძღვებოდა, მოქალაქეთა განცხადებები განიხილეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია 17 მოქალაქეს, სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა 41 ბენეფიციარს, ასევე, ერთი პირი დაემატა დიალიზის სახელმწიფო პროგრამას.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით მიმდინარე წელს 1 144-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
განახლებული პროგრამის მოქმედების სფეროსა და მოსარგებლეების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: