მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა წეროვნის მოსახლეობასთან

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან და ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებასთან მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და ყურადღება სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტის მერს დევნილთა დასახლების საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურის, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და სოციალური მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. 

ალექსანდრე ზაგაშვილმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისათვის და მათთან ნებისმიერ დროს აქტიური კომუნიკაციისათვის მზადყოფნა გამოთქვა. 

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, მოსახლეობის საჭიროებების გაცნობის მიზნით, მსგავსი სახის შეხვედრები რეგიონის მასშტაბით სისტემატურად გაიმართება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018