მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მსვლელობა მცხეთაში, ქალაქის ცენტრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე გაიმართა.
მსვლელობის დასრულების შემდეგ, სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპოსკოსმა, მეუფე იეგუდიელმა და თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა, სასულიერო პირებთან ერთად, პარაკლისი აღავლინეს.
17 მაისი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.