მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა სოფელ ვაზიანში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე, ასევე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ჯონი ბერუაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში, რეგიონული ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფლის შიდა საუბნო გზის ორ მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი.
მიმდინარე სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 399 999 ლარს შეადგენს. პროექტს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "გზების და მშენებლობის ჯგუფი" ახორციელებს.