მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დამოუკიდებლობის დღე

წეროვნის დევნილთა დასახლებაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ.

ალექსანდრე ზაგაშვილმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. 

ღონისძიება ახალგორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა. საზეიმო პროგრამა სპორტული და კულტურული აქტივობებისგან შედგებოდა. მოეწყო ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და ქართული ჭიდაობის ტურნირი. ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი. ასევე, "თავისუფალი თამაშების" ფარგლებში შეჯიბრი გაიმართა ფეხბურთში, კალათბურთსა და ფრენბურთში.

#26მაისი  #ესდღეჩვენია

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018