მცხეთაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სამხედრო ტექნიკის გამოფენა. გაიმართა ადგილობრივი და დიასპორის ფოლკლორულ- ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა. საზოგადოების მუსიკალურ განწყობაზე ზრუნავდნენ ანსამბლი "შავნაბადა“, კვარტეტი „რანინა“, ანსამბლი “ოდა”, ჯგუფი „ალეგრო“ და ბენდი „გუფილენდი“.