მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი , მოადგილეებთან - თამაზ ფოლოდაშვილთან და გიორგი ბაჯაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან ერთად, სოფელ მისაქციელში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროექტს გაეცნო.
სამუშაოები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ასფალტბეტონის საფარი იგება საცხოვრებელი კორპუსების ეზოებთან და შიდა საუბნო გზებზე.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 451 997 ლარს შეადგენს.