მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიკოლოზ ოდიშელიძეს სლოვაკეთში გამართულ კანოე-კაიაკის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ ასპარეზობებში!
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, კანოე კაიაკის საერთაშორისო ტურნირზე, 20 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. რეგატაზე მცხეთელმა სპორტსმენმა ნიკოლოზ ოდიშელიძემ წარმატებულად იასპარეზა და 200-მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა.
ჯამში, საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრებმა ტურნირზე 6 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.