მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


27 მაისი მცხეთა-მთიანეთის დღედ დაწესდა

27 მაისი მცხეთა-მთიანეთის დღედ დაწესდა. იდეა პარლამენტის წევრს, რეგიონის დელეგატს დიმიტრი ხუნდაძეს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტების მერებს ეკუთვნით.

ღონისძიება მცხეთის კულტურის ცენტრში გაიმართა, სადაც რეგიონის მუნიციპალიტეტების შემოქმედებითმა ჯგუფებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარადგინეს.

ღონისძიების დასასრულს აუდიტორიას სიტყვით მიმართეს რეგიონის საპარლამენტო დელეგატმა, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტების მერებმა. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცეს, ღონისძიებაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს და  წარმატებები უსურვეს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018