მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მდინარე არაგვზე მშენებარე ხიდის სამუშაოები

 

 ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რევაზ სოხაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა მდინარე არაგვზე მშენებარე ხიდის სამუშაოები დაათვალიერეს. 

პროექტს ადგილზე ასევე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ჯონი ბერუაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. 

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის  ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე არსებული არაგვის ხიდის გვერდით ახალი ხიდი შენდება. 

მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. 

აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ხიდი 1973 წელს არის აშენებული. ხიდის სავალი ნაწილი ხშირად ზიანდება, რის გამოც პერიოდულად უტარდება აღდგენითი სამუშაოები, რაც დროებით ზღუდავს მოძრაობას ცენტრალურ მაგისტრალზე და დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. 

არსებული ხიდის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხიდის რეაბილიტაცია ვერ უზრუნველყოფს მის სრულყოფილ აღდგენას და საჭიროა უფრო მასშტაბური სამუშაოები, რაც გამოიწვევს ხიდის ჩაკეტვას 1 წელზე მეტი პერიოდით. 

გამომდინარე იქიდან, რომ ხიდს არ აქვს ალტერნატიული მარშრუტი და გადაადგილების ასეთი შეზღუდვა მნიშვნელოვან შეფერხებას შექმნის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, უმოკლეს ვადებში მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და უკვე დაიწყო მშენებლობა. 

ახალი ხიდით სარგებლობას მოსახლეობა მომავალ წელს შეძლებს. 

ხიდის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 20 მილიონი ლარია.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018