ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მცხეთაში საბავშვო-გასართობი ღონისძიება გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ სკვერში მოეწყო სხვადასხვა აქტივობა: სადღესასწაულო-საბავშვო კონცერტი, სახეზე მოხატვა, მცხეთის თოჯინების თეატრი, ზღაპრის გმირები და ანიმატორები, ,,ექსპერიმენტორიუმი’’ მეცნიერული შოუ, მცხეთის დრამატული თეატრის კოსტუმირებული შოუ, სამსახიობო მასტერკლასები;
ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.