მცხეთის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.ადგილობრივი ბიუჯეტიდან, წყლის სისტემების გაუმჯობესების მიზნით, გამოყოფილია 1 984 912 ლარი.
სოფელ ზაქაროში განხორციელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მოეწყობა 2 ჭაბურღილი და აშენდება რეზერვუარი, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯება 1 322 344 ლარი.
სოფელ ნიჩბისში დაგეგმილია წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ჭაბურღილისა და რეზერვუარის მშენებლობა. ბიუჯეტი შეადგენს 541 000 ლარს.
სოფელ ძეგვში დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზიანებული სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. ტენდერი უკვე დასრულდა და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ღირებულება 121 568 ლარია.
ასევე, სოფელ ნავაზში დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რისთვისაც უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება.