მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი მცხეთაში

მცხეთის მუნიციპალიტეტი კამპანია „არა ნარკოტიკის“ ფარგლებში მიმდინარე მინი-ფეხბურთის ჩემპიონატს შეუერთდა. 

ფინალურ მატჩში ერთმანეთს “მუხრანი” და “იუნაითედი" დაუპირისპირდნენ. 

შეჯიბრს  მუნიციპალიტეტის  სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

ჩემპიონატის გამარჯვებული  გუნდი “მუხრანი” გახდა, მუნიციპალურ თასს დაეუფლა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა. გამარჯვების ნიშნად, ასევე გადაეცათ ფულადი პრიზი. 

თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ მეორე ("იუნაითედი") და მესამე ადგილზე ("ქსოვრისი") გასული გუნდებიც.

მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 16  გუნდი მონაწილეობდა. 

ჩემპიონატის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით, ნარკოტიკზე უარის თქმის წახალისება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018